ქართველი ფეხბურთელების აგენტმა მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. ჯუღელმა Busines-gazeta-სთან კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წასვლისა და „რუბინში“ ქართველი ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი, დავითაშვილის გადასვლის შესახებ ისაუბრა.
- რატომ არ დარჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“?
- „ლოკომოტივს“ უნდოდა კიდევ ერთი წელი დაკვირვებოდა, მაგრამ მე არ მინდოდა ლოდინი. ჩემი პროფესია არ იძლევა ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულის უფლებას. ღმერთმა არ ქნას და დაზიანება მიიღოს, ვინ უმკურნალებს? ხვიჩას ოჯახთან ვისაუბრე და არ იყვნენ კმაყოფილნი, სხვა არაფერი იყო.
- რას ფიქრობდა სიომინი?
- ის ამბობდა, რომ ვარსკვლავი იყო.
- ევროპიდან ინტერესი იყო?
- უამრავი წინადადება იყო. „არსენალი“ აკვირდებოდა და ახლაც აკვირდება.
- შეცდომა დაუშვა „ლოკომოტივმა“ კვირკველიას გაშვებით?
- დრო გვეტყვის. ოთხი-ხუთი წელი გაივლის. თუ კვარაცხელია ვარსკვლავი გახდება, „ლოკომოტივის“ შეცდომა იქნება, თუ „რუბინში“ დარჩება და საშუალო დონის ფეხბურთელი გახდება, გამოდის, რომ მე ვცდებოდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ არ ვცდები.
- რა განიცადეთ, როდესაც კვარაცხელიამ „ლოკომოტივს“ გაუტანა?
- რა თქმა უნდა, გამიხარდა. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. „რუბინს“ რთული ქულა მოუტანა.
- რა იფიქრეთ, როდესაც სიომინის სახე დაინახეთ?
- ეს ფეხბურთია. ჩემი კლიენტები ჩემთვის შვილებივით არიან. ასე იყო და ასე დარჩება. რევიშვილი, სალუქვაძე, კვირკველია, მარცვალაძე, ხოჯავა, არზიანი და მრავალი სხვა.
- ზურიკოს შემთხვევაში სხვა შეთავაზება იყო?
- იყო, მაგრამ „რუბინში“ საიმანოვი რომ არ ყოფილიყო, კვარაცხელია, ზურიკო, მიქელთაძე ან ყიფიანი ამ გუნდში არ გადავიდოდა. ყველაფერი კლუბის დირექტორატის გამო მოხდა. ჩვენ გვაქვს ახლო ურთიერთობა, ის არის სიტყვის კაცი, ფეხბურთელებს ძალიან უყვართ და ყველა პატივს სცემს.
- პირობა დადო, რომ თქვენს ბიჭებს ათამაშებდა?
- საიმანოვი კარგი მენეჯერია, ის ყველაფერს ხედავს. მე არ მითქვას მისთვის, რომ შეხედე, რა კარგია ფეხბურთელია. ეს ჩემს გარეშეც იცოდა.
- რომელი გუნდები ინტერესებოდნენ დავითაშვილით?
- „გენტი“ და გერმანული გუნდები, მაგრამ მას ვურჩიე: ნუ წახვალ გერმანიაში, თუ გინდა ჩემთან ყოფნა, რუსეთში უნდა წახვიდე სათამაშოდ. ძალიან მომწონს რუსული ფეხბურთი.
- ყურბან ბერდიევს ზამთარში სურდა ზურიკოს „რუბინში“ წაყვანა. რატომ ვერ მოხერხდა?
- ზურიკომ ჩემთან კონტრაქტი მხოლოდ აპრილში გააფორმა. მანამდე სხვა აგენტები ჰყავდა. აპრილის ბოლოს ფეხბურთელის მშობლებს შევხვდი და მათ დახმარება მთხოვეს. დანარჩენი არ ვიცი.