ამერიკის ღია პირველობის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა.
მატჩისშემდეგ როჯერმა მცირე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ დიდი სლემის მოგების შანსი კიდევ ექნება.
"არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ იმედია მექნება შესაძლებლობა, რომ დიდი სლემის ტურნირი კიდევ მოვიგო. ვფიქრობ ნორმალური სეზონი გამოვიდა. ახლა გულგატეხილი ვარ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება"- განაცხადა ფედერერმა.
როჯერს US OPEN-ი ხუთჯერ აქვს მოგებული (2004, 2005, 2006, 2007, 2008)