ფეხბურთი

12:53 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: „ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე ვარ“

„იუვენტუსის“ პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ, საკუთარ თავს ირონიულად მსოფლიოში საუკეთესო უწოდა, რადგან თავის დროზე, „რომაში“ „ლივერპულის“ამჟამინდელ მეკარეს, ალისონ ბეკერს მოუგო კონკურენცია, „იუვენტუსში“ კი - ჯიჯი ბუფონს.

„რომაში“ სკამზე ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დავსვი, „იუვენტუსში“ კი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო. გამოდის, მე ყველაზე მაგარი ვარ ახლაც და ისტორიაშიც.

აი, პოლონეთის ნაკრებში ლუკაშ ფაბიანსკიმ რომ სკამზე დამსვას, მსოფლიოში საუკეთესო ის იქნებოდა.“ - ციტირებს შჩესნის სალაღობო სიტყვებს Sport.pl.

სხვათა შორის, „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში (4:3), შჩესნიმ სამი გოლი გაუშვა.

0.108141