US Open-ის მეოთხედფინალში, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, 78-ე ჩოგან ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან ხუთ სეტში 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 წააგო. მატჩი 3 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ეს 28 წლის ბულგარელის პირველი გამარჯვებაა ფედერერთან კარიერის განმავლობაში. მანამდე შვიდჯერ ფედერერს მოეგო.
დიმიტროვი „დიდი სლემის“ ნახევარფინალში მესამედ გავიდა, 2014 წლის უიმბლდონისა და 2017-ის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ.
ნახევარფინალში დიმიტროვი რუს დანილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ასევე შვეიცარიელ სტენ ვავრინკას სძლია.