ფეხბურთი

11:49 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: „ჯერჯერობით მზად არ ვარ ამ კოცონში დასაბრუნებლად“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, განაცხადა, რომ ჯერჯერობით მზად არ არის სამწვრთნელო საქმიანობაში დასაბრუნებლად.

„რამდენიმე კარგ წინადადებაზე ვთქვი უარი, რადგან ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ მზად არ ვარ სამწვრთნელო საქმიანობის გასაგრძელებლად. ძალიან ჩავიძირე საკუთარ სამყაროში. ამიტომ ვერ ვწყვეტ ამ კოცონში დაბრუნებას.

35 წელიწადი შეუსვენებლად ვმუშაობდი და ახლა დაფიქრების დროა. თუმცა, ახლო მომავალში კიდევ მიხილავთ მინდვრის კიდესთან.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

ევროპული მედია წერდა, რომ ვენგერს „მილანი“ და „ბაიერნი“ იწვევდნენ. პსჟ კი ტექნიკურ დირექტორობას სთავაზობდა.

0.113817