ამსტერდამში წლის ლაურეატი მოთამაშეები დააჯილდოვეს. ჰოლანდიის 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელი „აიაქსის“ ყოფილი, ამჟამად კი „იუვენტუსის“ მცველი, მატეის დე ლიხტი გახდა.
ასევე ყოფილ აიაქსელს, ახლა კი „ბარსელონას“ შუახაზელს, ფრენკი დე იონგს იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდო გასაცეს, რომელსაც ტრადიციულად ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს აკუთვნებენ.
კიდევ ერთ აიაქსელს, დუშან ტადიჩს საუკეთესო მეგოლის პრიზი გადაეცა. თუმცა, სერბმა ეს წოდება პსვ-ს ყოფილ, ამჟამად კი „სევილიას“ შემტევთან, ლუკ დე იონგთან გაიზიარა.