მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი გაირკვა. არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთში, „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.
ცნობა ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ იკარდი თბილისის დროით 19:00 საათზე ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.
სამხრეთ ამერიკელი პარიზელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, მისი გამოსყიდვა კი მომავალ ზაფხულს იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მაურო იკარდიზე უარი თქვა და კლუბმა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.