ფეხბურთი

15:23 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თელასმა" შესარჩევი რაუნდი პირველ ადგილზე დაასრულა

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "თელასმა" ბულგარეთში გამართული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში მასპინძელ "ვარნა სიტისაც" მოუგო და ძირითად რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ "ენერგეტიკოსებმა" პირველ ტურში "მაკაბი" (ისრაელი) 8:0 გაანადგურეს, ბულგარეთის ჩემპიონთან კი დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვეს და 6 ქულით H ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს. მატჩის პირველ ნახევარში ზურაბ ლუკავამ და კახა მაისაიამ ორჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მასპინძლებმა 33-ე წუთზე კიდევ ერთხელ შესძლეს "თელასის" კარის აღება, თუმცა ნუკრი ჭუმბურიძისა და ირაკლი თოდუას გოლებით, საქართველოს ჩემპიონმა 4:3 იმარჯვა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ რაუნდის მე-8 ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები იტალიური "პეზარო" და შვედური "უდევალა" იქნებიან. ასევე, მათთან ერთად საკვალიფიკაციო E ჯგუფის პირველადგილოსანი, გერმანიის წარმომადგენელი "ვეილიმდორფიც" იბრძოლებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი 8-13 ოქტომბერს გაიმართება.

0.060103