"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი მცველი სტენლი ნსოკი კარიერას "ნიცაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვედმა გაავრცელა. ფეხბურთელის ტრანსფერი "ნიცას" 12 მილიონი ევრო დაუჯდა.
ნსოკი პარიზელთა აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ოფიციალურად 2018 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში სტენლიმ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნსოკის საფრანგეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.