არგენტინელმა ფეხბურთელმა მანუელ ლანსინიმ "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრზლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ლონდონელსმა ასევე უფლება დაიტოვეს სახმრეთამერიკელს ხელშეკრულება დამატებით ორი წლით გაუხანგრძლივონ.
ლანსინი "ვესტ ჰემმა" 2015 წელს იჯარის წესით "ალ-ჯაზირადან" დაიმატეს და 2016 წელს სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელეს. ინგლისური კლუბის მაისურით არგენტინელმა ნახევარმცველმა 113 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება "ვესტ ჰემში გადასვლის შემდეგ 9-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.