„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარვარსკვლავი, ნეიმარი, მადრიდის „რეალში“ აღარ გადავა - გვამცნობს Sport.es. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ უთხრა.
საფრანგეთის ჩემპიონატის „ნიმთან“ მე-4 ტურის მატჩის შემდეგ, ლეონარდომ განაცხადა, რომ მადრიდელებს არცკი დაუწყიათ მოლაპარაკება 27 წლის თავდამსხმელთან, რადგან მან ისინი თავიდანვე გააფრთხილა, რომ „რეალში“ გადასვლას არ აპირებდა.
ისიც ცნობილია, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩენას აღარ აპირებს.ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი 2 სექტემბერს იხურება.