ფეხბურთი

15:43 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "ბარსელონასთან" შეთანხმება მიღწეული არაა"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდო უარყო გავრცელებული ხმების იმის შესახებ, რომ „ბარსელონასთან“ შეთანხმება შედგა. ბრაზილიელის განცხადებით, მზად არიან ნეიმარს შეელიონ, მაგრამ ესპანური გუნდი მათ პირობებს ამ დრომდე არ ეთანხმება.

„ბარსელონასგან“ პირველი შეთავაზება 27 აგვისტოს მივიღეთ. არასდროს ყოფილა შეთანხმება, რომელიც ჩვენს პირობებს შეესაბამებოდა. მოლაპარაკება არ წყდება, მაგრამ შეთანხმება არ არსებობს, რადგან ჩვენი მოთხოვნები არ მიუღიათა.

ნეიმართან მიმართებაში პსჟ-ს პოზიცია ნათელია: თუ შესაფერისი წინადადება იქნება, გავუშვებთ, მაგრამ ასეთი შეთავაზება არ მიგვიღია“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და კატალონური გრანდის განკარგულებაშიც 48 საათზე ოდნავ მეტი დარჩა.

0.11256