იტალიურმა „რომამ“ ინგლის ნაკრების მცველი კრის სმოლინგი დაიმატა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც კი გავიგე „რომას“ ინტერესი მაშინვე თანხმობა განვაცხადე, რადგან ეს ახალი გამოცდილების შესაძლებლობაა დიდ გუნდთან ერთად, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს“, - აღნიშნა სმოლინგმა.
ინგლისელი ფეხბურთელი „მანჩესტერის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში „წითელი ეშმაკების“ რიგებში 323 თამაში ჩაატარა.