ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ტრადიციულად წყვილთა შეჯიბრში ირჯება, აშშ-ს ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო.
ოქსანამ და რუსმა ეკატერინა ალექსანდროვამ ამერიკელ მედისონ ბრენგლესა და იაპონელ ენა შიბაჰარას 2:6, 6:0, 6:4 სძლიეს და მე-2 რაუნდში გააღწიეს.
თუ ვინ იქნებიან ოქსანას და ეკატერინას მომდევნო მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც პირველი განთესვის მქონე უნგრელი ბაბოში და ფრანგი მლადენოვიჩი ავსტრალიელ მურს და მექსიკელ ოლმოსს ეთამაშებიან.