„ბაიერნის“ ყოფილი მეკარე, ოლივერ კანი, კლუბის გენერალური დირექტორი გახდება. ამ პოსტზე ის კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის. კონტრაქტი ხუთწლიანია და ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევა.
„მადლობას ვუხდი მეთვალყურეთა საბჭოს და ული ჰიონესს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ კლუბთან ძალიან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული. „ბაიერნმა“ შეცვალა ჩემი ცხოვრება. სპორტული და ეკონომიკური წარმატება, გულშემატკივრების ერთგულება, პასუხისმგებლობა და ღირებულებების პატივისცემა, ეს იქნება ჩემი მუშაობის პრინციპი.
და ეს ყველაფერი მმართველ საბჭოსთან ერთად.“ - ციტირებს კანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.