ოლიმპიური 2-გზის ჩემპიონი ენდი მარეი მალიორკის ჩელენჯერს გამოეთიშა. ენდიმ ასეთ ტურნირზე ასპარეზობა ფორმაში შესასვლელად გადაწყვიტა.
ტურნირის 1/8-ფინალში მარეიმ მსოფლიო რეიტინგის 240-ე ნომერთან, მატეო ვიოლასთან 6:3, 4:6, 6:7 დათმო. მესამე სეტის ტაი-ბრეიკი ბრიტანელმა 7:3 წააგო.
ამ ტურნირზე ენდიმ ორი შეხვედრა მოიგო ჯერ ურეიტინგო ფრანგ ჩოგბურთელს აჯობა და შემდეგ სლოვაკ ნორბერტ გომბოს სძლია.
ენდი ტრავმების გამო თავისი ჩვეული საჩოგბურთო ფორმიდან ამოვადნილია და დიდი ხანია რაიმე სერიოზული შედეგისთვის არ მიუღწევია.