„ვენტსპილსის“ ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი ლატვიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ჩვენებურის გარჯა ვირშლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. „ვენტსპილსმა“ გასულ ტურში „ლიეპაია“ 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილი ლატვიაში მიმდინარე ზაფხულს ხორვატული „გორიცადან“ გადავიდა.