ბულგარეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელი ვანდერსონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრაზილიელმა შემტევმა „სლავიასთან“ 79-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და გახარებული ტრიბუნებიკსენ გაეშურა.
იქ, მეუღლე ელოდებოდა, რომელსაც ვნებიანად აკოცა და გოლით გამოწვეული სიხარული გაუზიარა.
თუმცა, სანამ ვანდერსონი ნებივრობდა, იქამდე გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ბრაზილიელმა კი ამის შესახებ მხოლოდ მოედანზე დაბრუნების შემდეგ შეიტყო.
აღსანიშნავია, რომ მსაჯი შეცდა და თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა. მატჩი კი უგოლოდ დარულდა.