ფეხბურთი

10:51 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რივერ პლეიტის“ ნახევარმცველი, შესაძლოა, „მილანის“ ფეხბურთელი გახდეს

არგენტინული „რივერ პლეიტის“ ნახევარმცველმა, ლუკას მარტინესმა, შესაძლოა, მალე იტალიური „მილანის“ მაისურა მოირგოს, თუკი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. მთავარი პრობლემა ფინანსებია.

ბუენოსაირესული კლუბი მარტინესში 22 მილიონ ევროს ითხოვს - გვამცნობს TyC Sports.

„მილანს“ შემადგენლობის გაძლიერება სურს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. სატრანსფერო ფანჯარა კი 2 სექტემბერს იხურება.

23 წლის მარტინესი „რივერ პლეიტის“ აღზრდილია. ძირითად გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს.

0.117261