კატალონიის „ბარსელონა“ ნეიმართან კიდევ უფრო ახლოსაა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის წარმომადგენელმა ხავიერ ბორდასმა დაადასტურა.
„შეთახნმება ჯერჯერობით მიღწეული არაა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ახლა უფრო ახლოს ვართ“, - თქვა ბორდასმა.
კატალონიის „ბარსელონას“ წარმომადგენლები ოსკარ გრაუ, ერიკ აბიდალი და ხავიერ ბორდასი პარიზში იმყოფებიან, სადაც ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობენ. ესპანურ მხარეს დრო ჯერ კიდევ აქვს, რადგან სატრანსფერო ფანკარა 3 სექტემბერს იხურება.