ფეხბურთი

22:30 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "ლოკომოტივმა" ჟოაო მარიო გაიფორმა

მილანის „ინტერის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟოაო მარიო კარიერას მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. რუსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

ჟოაო მარიომ სახელი ლისაბონის „სპორტინგში“ გაითქვა, საიდანაც 2016 წელს „ინტერში“ გადავიდა. თუმცა იტალიაში მოლოდინი ვერ გაამართლა, ორსეზონ ნახევარში 69 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 2017-2018 წლების სეზონის მეორე ნახევარში კი ლონდონის „ვესტ ჰემში“ იყო განათხოვრებული.

პორტუგალიის ნაკრებში ჟოაოს 42 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი და 2016 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

სოლომონ კვირკველიას ახალი თანაგუნდელი „ლოკომოტივის“ ღირსებას 23-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

0.112395