ლეგენდარული ჰოლანდიელი არიენ რობენი არ გამორიცხავს, რომ საფეხბურთო კარიერა განაახლოს. როგორც არიენმა Radio 1-ს განუცხადა, შესაძლოა, სულ მალე მონატრების გრძნობა გაუჩნდეს.
„ყოველთვის ვამბობ: არასდროს თქვა არასდროს. ვინ იცის, იქნებ ერთ-ორ თვეში თავი უცნაურად ვიგრძნო, უცნაური გრძნობა დამეუფლოს, რომ ძალიან მაკლია. მაგრამ რაც უფრო მეტ ხანს გავჩერდები, დაბრუნებაც უფრო რთული იქნება“, - აღნიშნა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.