ფეხბურთი

17:00 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამი "ფენერბახჩეში" ითამაშებს

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ადილ რამი კარიერას სტამბოლის „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. თურქული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ფრანგთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

რამის ბოლოს მარსელის „ოლიმპიკში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და შესაბამისად, თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ადილს სხვადასხვა დროს „ლილის“, „ვალენსიას“, „მილანისა“ და „სევილიას“ რიგებში უთამაშია. საფრანგეთის ნაკრებში კი 35 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117294