ფეხბურთი

13:49 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა უეფას პრეზიდენტის ჯილდოს 2019 წლის ლაურეატი გახდა

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, ერიკ კანტონა, უეფას პრეზიდენტის ჯილდოს 2019 წლის მფლობელი გახდა. გადაწყვეტილება თავად ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის თავკაცმა, ალეკსანდერ ჩეფერინმა მიიღო.

პრეზიდენტის ჯილდო, ჩვეულებრივ, ენიჭებათ ადამიანებს, განსაკუთრებული საფეხბურთო მიღწევებისთვის, პროფესიონალიზმისა და განუმეორებელი პირადი თვისებების გამო. ჩეფერინმა აღნიშნა, რომ კანტონამ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა.

„ეს ჯილდო არა მარტო დიდებული მოთამაშის კარიერის, განუმეორებელი სტილისა და საოცარი ქარიზმის მქონე მოთამაშის აღიარებაა, არამედ იმის ნიშანიც, თუ როგორ ცხოვრობთ კარიერის დასრულების შემდეგ.

კანტონა არის ადამიანი, რომელიც არ ცნობს კომპრომისებს უსამართლობასთან, მტკიცედ იცავს ღირებულებებს და რაც მთავარია, სულს და გულს დებს იმაში, რისიც მართლა სწამს.“ - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ჩეფერინის სიტყვებს.

ეს ჯილდო წინა წლებში ალფრედო დი სტეფანოს, სერ ბობი ჩარლტონს, ეუსებიოს, რაიმონ კოპას, იოჰან კრუიფს, ფრანჩესკო ტოტისა და დევიდ ბექემს მიუღიათ.

0.108926