ფეხბურთი

0:41 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "იუვენტუსის" ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდის

იტალიური „მილანი“ ტურინის „იუვენტუსის“ მცველის მერიჰ დემირალის შეძენას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა მზადაა თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს.

აღსანიშნავია, რომ „იუვემ“ დემირალში „სასუოლოს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადა და ახლა ფეხბურთელის ორმაგ ფასში გაყიდვა შეუძლია. თანაც, ისე, რომ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.

როგორც ცნობილი ხდება, ორივე კლუბის წარმომადგენლები შესაძლოა ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ და არაა გამორიცხული მორიგდნენ კიდეც. თუ ეს ტრანსფერი დადასტურდება, „იუვენტუსში“ დარჩენა მოუწევს დანიელე რუგანის, რომელიც ბოლო დღეებში „რომასთან“ იყო ახლოს.

დღეისთვის, ტურინელთა განკარგულებაში 5 საკმაოდ მაღალი დონის ცენტრალური მცველია. ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და მატიას დე ლიხტი ხელშეუხებელნი არიან, ხოლო დემირალსა და რუგანის შორის ერთ-ერთს ან გუნდის დატოვება მოუწევს, ან სეზონის უმეტესი ნაწილის მაყურებლის რანგში გატარება.

საინტერესოა, „იუვენტუსმა“ მერიჰ დემირალი მიმდინარე ზაფხულს დაიმატა და სულ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

0.116816