ფეხბურთი

15:43 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმმობილეს მეასე სერია A-ში

რომის „ლაციოს“თავდამსხმელმა ჩირო იმმობილემ იტალიის სერია A-ში 100-გოლიან ზღვარს გადააბიჯა. 29 წლის ფეხბურთელმა საიუბილეო ნიშნულს პირველ ტურში გენუის „სამპდორიასთან“ (3:0) მატჩში უწია.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩირომ დუბლი შეასრულა და პირველი გოლი მისთვის იტალიის მთავარ დივიზიონში მე-100 გამოდგა. ახლა კი, 101 გოლია მის ანგარიშზე.

29 წლის იტალიელს ხსენებული გოლების სერია A-ში გასატანად 189 თამაშის ჩატარება დასჭირდა. 101 გოლიდან ჩირომ 50 საშინაო, ხოლო შესაბამისად 51 საგარეო მატჩებში გაიტანა.

სტატისტიკა კი შემდეგნაირად ნაწილდება:

„იუვენტუსი“ – 3 მატჩი, 0 გოლი

„ჯენოა“ – 33 მატჩი, 5 გოლი

„ტორინო“ – 47 მატჩი, 27 გოლი

„ლაციო“ – 106 მატჩი, 69 გოლი

0.115395