იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ „სპალთან“ საგარეო მატჩში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:2 იმარჯვა. ეს ლუის მურიელის დამსახურებაა, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და 6-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბერგამოელთა რიგებში პირველად ითამაშა. Opta-ს ცნობით, მურიელმა 8 სეზონის პირველივე შეხვედრებში (მისთვის პირველი) 8 გოლი გაიტანა და ეს რეკორდია.
ლუისმა 2011-2012, 2012-2013, 2014-2015 წლების პირველ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ წლებში სეზონის სადებიუტო მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
2013-2014 წლების სეზონი - 1 გოლი
2015-2016 წლების სეზონი - დუბლი
2016-2017 წლების სეზონი - 1 გოლი
2018-2019 წლების სეზონი - დუბლი
2019-2020 წლების სეზონი - დუბლი
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სტატისტიკაში მხოლოდ იტალიაში ნაჩვენები შედეგია მოცემული. აქვე გეტყვით, რომ მურიელს აპენინზე „ატალანტამდე“ „უდინეზეს“, „ლეჩეს“, „სამპდორიასა“ და „ფიორენტინას“ შემადგენლობაში უთამაშია.