მსოფლიოს მე-17 ნომერი კევინ ანდერსონი და 22-ე ნომერი მილოს რაონიჩი US OPEN-ზე ვერ ითამაშებენ, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კევინ ანდერსონს მუხლის ტრავმა აწუხებს და ტურნირის დაწყებამდე მოშუშებას ვერ ასწრებს, მის მაგივრად იტალიელი პაოლო ლორენცი ითამაშებს.
მილოშ რაონიჩს კუნთის ტრავმა აწუხებს, კანადელს პოლონელი კამილ მაირხჟაკი შეცვლის.
ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები დღეს 19:00 საათიდან დაიწყება.