ძიუდო

11:11 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი დღე ტოკიოში

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი ძიუდოისტებისთვის. დღეს, ტატამზე 3 ჩვენებური გავიდა, თუმცა, ისინი ტურნირს მალევე გამოეთიშნენ.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ვაჟა მარგველაშვილმა მხოლოდ ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს სძლია (იპონით), შემდეგ კი, მომავალ ნახევარფინალისტ – სამხრეთკორეელ ლიმჰვან კიმთან იპონით დამარცხდა.

ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი ბრძოლაში პირველი წრიდან ჩაერთო და გვინეელი მუსა კაბა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, ავსტრალიელ ნათან კაცს ვაზარით აჯობა, აი, მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისთან კი ვერაფერი გააწყო.
ქართველმა ძიუდოისტმა აზიელს 2 გაფრთხილება აჰკიდა და დამატებით დროში ასე გადავიდა, იქ კი, ძალიან დაიღალა, 3 შიდო თავად მიიღო და მსოფლიო პირველობას დაემშვიდობა.

ტოკიოში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთმა წარმომადგენელმა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) პოლონელი ალეკსანდრა კალეტა ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, ხოლო ვიეტნამელ ტუი ნგუიენთან ვაზარიზე თავად დაეცა და ასპარეზობაც დაასრულა.

0.115067