ძიუდო

22:35 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანი კრიტიკოსოებს: "ტურისტად მიდისო რომ მწერდით, სად ხართ?!" (+VIDEO)

ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც დღეს ტოკოიში 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, კრიტიკოსებს მიმართა. ქართველმა ძიუდოისტმა ინსტაგრამში სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც ტოკიოში მისი გამგზავრების წინააღმდეგნი იყვნენ.

„ტურისტად მიდისო ტოკიოშიო რომ მწერდით, „გაიჩითეთ“ აბა, სად ხართ, ერთი“, - თქვა ჩხვიმიანმა.

შეგახსენებთ, 26 წლის ჩხვიმიანმა ტოკიოში 7 ბრძოლა ჩაატარა და ყველა გამარჯვებით დაასრულა. ფინალში კი უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იპონით დაამარცხა.

0.122566