რაგბი

3:35 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა გორგოძის ორი ლელო TOP 14-ის პირველ ტურში

ტოპ 14-ის ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო მამუკა გორგოძესთვის. ქართველი მორაგბის „ტულონი“ პირველ ტურში „აჟენს“ ესტუმრა და 44:25 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში ქართველმა მორაგბემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რადგან მეტოქე ორჯერ დაალელოვა. მე-13 წუთზე სწორედ მამუკამ მიითვალა შეხვედრის პირველი ლელო, 59-ე წუთზე კი, დუბლი შეასრულა.

გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „აჟენის“ რიგებში 47-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ფრანგულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

ტოპ 14-ის მეორე ტური დამდეგ უიქ-ენდზე გაიმართება და „ტულონი“ „ბორდოს“ ესტუმრება, „აჟენი“ კი, „ბრივს“ საკუთარ კედლებში დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.127957
სარეკლამო ადგილი - 99
X x X