ფეხბურთი

18:45 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანის ორასი მატჩი პრემიერლიგაში

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ვილიანი მეორე ბრაზილიელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 200 მატჩიან ნიშნულს მიაღწია. Sky Sports-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა მეორასე მატჩი „ნორვიჩთან“ ჩაატარა.

ვილიანი მოედანზე კრისტიან პულიშიჩის ნაცვლად გამოჩნდა. პრემიერლიგაში ბრაზილიელებს შორის ყველაზე მეტჯერ ლუკას ლეივას უთამაშია, რომლის ანგარიშზე 247 მატჩა.

რაც შეეხება ვილიანს, „ჩელსის“ რიგებში 2013 წლიდან თამაშობს და უშუალოდ პრემიერლიგაში ჩატარებულ 200 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი შეასრულა.

0.116699