ფეხბურთი

18:48 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო "არსენალთან" სათამაშოდ მზად იქნება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იმედოვნებს, რომ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 22 ნოემბერს პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ "წითელ ეშმაკებს" დაეხმარება.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფალკაომ ინგლისის ჩემპიონატის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა. ჰოლანდიელ სპეციალისტს იმედი აქვს სანაკრებო პაუზის პერიოდში კოლუმბიელი ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. "მანჩესტერის" მაისურით კოლუმბიელს 90 წუთი ჯერაც არ უთამაშია. მისი სათამაშო დრო პრემიერლიგაში საშუალოდ 25 წუთს შეადგენს.

0.133169