ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქართულმა გუნდებმა გასვლა ვერ მოახერხეს და ახლა მხოლოდ იმით შეგვიძლია თავის შექცევა, რომ იქ ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.
თუმცა, მაინცდამაინც, სასიკეთო ცნობები არც ამ შემთხვევაში გვაქვს, რადგან უმეტესობას თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ ლიეტუვაში „სუდუვას“ ესტუმრა და ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი დააკლო - ნულოვანი ფრე. შესაბამისად, ყველაფერი ერთი კვირის თავზე უნგრეთში გადაწყდება. ტრადიციულად, ბუდაპეშტელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა.
ვარშავაში, „ლეგიამ“ გლაზგოს „რეინჯერსს“ უმასპინძლა და გოლი ამ მატჩშიც არ გასულა. ვაკო გვილია კი, მოედანზე 90 წუთი იყო და თანაგუნდელთა შორის გამოირჩეოდა. საპასუხო შეხვედრა კი ერთ კვირაში „აიბროქსზე“ შედგება.
ქართველების გარეშე „გენტმა“ ხორვატულ „რიეკას“ სახლში 2:1 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. ბელგიელთა სამი გიორგიდან (ქვილითაია, ბერიძე, ჩაკვეტაძე), განაცხადში არცერთი ყოფილა. ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, აი დანარჩენები კი იეს თორუპის გადაწყვეტილებით დარჩნენ განაცხადს მიღმა.
მოსკოვის „სპარტაკი“ პორტუგალიაში „ბრაგას“ ესტუმრა და რიკარდო ჰორტას 74-ე წუთზე გატანილი გოლით წააგო. ჯანო ანანიძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.
აქვე გეტყვით, რომ საპასუხო მატჩები ზუსტად ერთ კვირაში 29 აგვისტოს გაიმართება.