ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.
ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი, რომელთაც მე-3 განთესვა აქვთ, დღეს, ბრიტანულ დუეტს (ჯოუნსი-მაკკინლი) გაეჯიბრნენ და 7:5, 3:6, 10:6 სძლიეს.
სამწუხაროდ, გიორგი გამოეთიშა ერთეულთა შეჯიბრს. მე-8 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში კანადელ დავიდ ვოლფსონსთან 3:6, 0:2 მარცხდებოდა, როდესაც თამაში ვეღარ გააგრძელა.