„დინამო თბილისის“ შემტევი ლევან შენგელია შესაძლოა თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „ქონიასფორში“ გადავიდეს. Hakimiyit.com-ის ცნობით, თეთრ-მწვანეები ნიჭიერი ქართველი შემტევის გადაბირებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
შენგელიას „დინამოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, რომ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. „ქონიასფორის“ გარდა, ჩვენებურს წინადადება ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ტენერიფედანაც“ აქვს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე შენგელიას ასევე ესპანურ „კადისს“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და ეს ცნობა პირინელთა სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.
23 წლის შენგელიას მიმდინარე სეზონში „დინამოს“ რიგებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 18 გოლის გატანა მოახერხა.