საქართველოს ეროვნული ნაკრები ცნობილ საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Konami-სთან შეთანხმება შედგა და „ჯვაროსნებს“ ცნობილ ვიდეოთამაშში იხილავთ.
„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, - წერს სფფ-ის ვებგვერდი.