ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე წარმატებით ირჯება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
მე-8 ნომრად განთესილმა ცივაძემ იტალიელი ფრანჩესკო ბესირე 6:1, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კანადელ დავიდ ვოლფსონს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა თანრიგში ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც ბრიტანულ დუეტს (ჯოუნსი-მაკკინლი) გაეჯიბრებიან.