ფეხბურთი

17:07 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან ლიხშტაინერმა გერმანიას მიაშურა

ვეტერანი შვეიცარიელი ფეხბურთელი სტეფან ლიხშტაინერი კარიერას „აუგსბურგში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

35 წლის ლიხშტაინერი „აუგსბურგს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ლონდონის „არსენალი“, სადაც გასული სეზონი გაატარა, 30 ივნისს დატოვა.

ამრიგად, შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი ლიგა 1-ის, სერია A-სა და პრემიერლიგის შემდეგ კიდევ ერთ ტოპ ჩემპიონატში (ბუნდესლიგაში) მოსინჯავს ძალებს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი სტეფან ლიხშტაინერმა ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა, რომლის ღირსებას 2011-2018 წლებში იცავდა და 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

0.125659