ფეხბურთი

10:18 | 20.08.2019 | ნანახია 577 - ჯერ

მენდი „რეალის“ საერთო ჯგუფში დაბრუნდა

მადრიდის „რეალის“ მცველმა ფერლან მენდიმ, ტრავმა მოიშუშა და საერთო ჯგუფში დაბრუნდა - წერს ესპანური Marca. ერთი თვის წინათ, მან კუნთი დაიზიანა და ვარჯიშს ახლაღა შეუდგა, თუმცა სრულფასოვან წვრთნებში ჯერ ვერ მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფრანგი მცველი „ლიონიდან“ „რეალში“ ამ ზაფხულს გადავიდა. მის ტრანსფერში „სამეფო კლუბმა“ 48 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტი კი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:24 | 20.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

რამდენი ფული დახარჯა რეალმა ამ ზაფხულს და რეალურად მხოლოდ სკამი გააძლიერა.ერთადერთი ვინც ნაღდად იქნება სასტარტო არის აზარი.იოვიჩი წელსვე შეიძლება გაანათხოვრონო რომელ სასტარტოზე საუბარი.მოკლედ ბენზემას არ იშორებს ზიდანი და გასაკვირია ნაღდად თუმცა ბენზემას ამბავი რომ ვიცით ყველამ არაა გამორიცხული ზიდანის შმაშურის კადრებიც აქვს გადაღებული ვალბუენასი არ იყოს))))

13:33 | 20.08.2019
RMA FANS (3925)

იმედია ეს ტრამვების ბუმი მალე გადაივლის მოიხოდეთ ბიჭო

0.120129