„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი იტალიაში ბრუნდება და კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ჩილელს მილანში სამშაბათს ელოდებიან, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს და 7-ნომრიან მაისურსაც მოირგებს.
30 წლის სამხრეთ ამერიკელი იტალიაში 2008-2011 წლებში „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა. შემდგომ კი „ბარსელონასა“ და „არსენალში“ ითამაშა. 2018 წლის ზამთარში „მანჩესტერს“ შეუერთდა, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ ფეხი ვერ მოიკიდა, 45 მატჩში ოდენ 5 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სანჩესი „ინტერის“ მეორე ახალწვეული გახდება მიმდინარე ზაფხულს „მანჩესტერიდან“. მანამდე იტალიელებმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი გააოფიციალურეს.