დანი ალვეშის შესანიშნავი დებიუტი „სან პაულუში“. ვეტერანი ბრაზილიელი სამშობლოში ცოტა ხნის დაბრუნდა და მისი დებიუტი გუშინ „სეარასთან“ ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში შედგა.
„სან პაულუს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება სწორედ 36 წლის ფეხბურთელმა მოუტანა, რომელმაც მე-40 წუთზე გამოიჩინა თავი და როგორც გაიკრვა ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა.
აქვე გეტყვით, რომ „სან პაულუ“ 15 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „სანტოსს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.