ფეხბურთი

14:51 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვე“ რუგანის „ბარსასთვის“ მიყიდვაზე ფიქრობს

იტალიის „იუვენტუსი“ კატალონიური „ბარსელონასთვის“ მცველის დანიელე რუგანის მიყიდვას ცდილობს.ამის შესახებ, Football Italia-ზე დაყრდნობით Tuttosport-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციის თანახმად,იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი რუგანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად ბარსელონაში წასვლას აპირებს.

„ბარსა“ რუგანით 2018 წლის ზაფხულშიც დაინტერესდა, მაგრამ მაშინ „იუვეს“ რუგანის გაყიდვა არ უნდოდა. ახლა კი, ტურინელები მის საჭიროებას ვეღარ ხედავენ, რადგან კლუბმა მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირელი შეიძინა.

როგორც ადრე იტყობინებოდნენ, 25 წლის რუგანი იტალიურ „რომას“ და ფრანგულ „მონაკოსაც“ აინტერესებთ.

რუგანი „იუვეში“ 2015 წლის თებერვალში გადავიდა „ემპოლიდან“ და სატრანსფერო თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 25 წლის მცველმა იტალიის სერია „ა“-ს 15 მატჩში იასპარეზა და ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ყვითელი ბარათია.

0.110795