მექსიკის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევი ირვინგ ლოსანო უახლოეს მომავალში "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიურმა და იტალიურმა გამოცემებმა Voetbal International-მა და Tuttomercatoweb-მა გაავრცელეს.
ნეაპოლელები კლუბს და ფეხბურთელს დეტალებზე უკვე შეუთანხმდნენ და ჰოლანდიელები 42 მილიონ ევროს მიიღებენ და ეს იქნება პსვ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი სატრანსფერო შემოსავალი. თავის მხრივ "ნაპოლისთვის" ლოსანო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება გონსალო იგუაინის შემდეგ, რომლის სანაცვლოდ 2013 წელს იტალიელებმა 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ირვინგი "პაჩუკას" აკადემიის აღზრდილია და ჰოლანდიაში სათამაშოდ 2017 წელს გადავიდა. პსვ-ს რიგებში ლოსანომ 79 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.