ფეხბურთი

6:55 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი იურგენი

იურგენ კლოპის აზრით, ფრანგმა მსაჯმა სტეფანი ფრაპარიმ მისი გუნდის კარში პენალტი მაინცდამაინც სამართლიანად არ დანიშნა. თუმცა, გერმანელი სპეციალისტისთვის ეს წარსულია და როგორც აღნიშნა, ბედნიერია, რომ „ლივერპულმა“ პრესტიჟული ჯილდოს მოგება მოახერხა.

კლოპმა მეტოქეც შეაქო და აღნიშნა, რომ ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იმყოფებოდა.

„ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო. მხოლოდ გამარჯვებისთვის იყვნენ მოედანზე და საბოლოოდ, ამას ჩვენ მივაღწიეთ. სტადიონზე არავის სურდა დამატებითი დროის დანიშვნა.

პენალტი ჩვენს კარში? არ ვარ დარწმუნებული, რომ დასანიშნი იყო. მაგრამ ახლა ამაზე საუბარს მნიშვნელობა არ აქვს. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუკელით. ბევრი ვიბრძოლეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ახლა კი ძალიან გახარებულები ვართ“, - აღნიშნა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი და აღნიშნული მაჩვენებლით მადრიდის „რეალს“ გაუთანაბრდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სტამბოლიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112746