ფეხბურთი

21:49 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" VS "ჩელსი" - ძირითადი შემადგენლობები

ევროპის 2019 წლის სუპერთასის დაწყებამდე საათზე ოდნავ მეტი დრო რჩება და სტამბოლი მზადაა ახალი სეზონის პირველი საკლუბო ტიტულის გასათამაშებლად.

თურქეთის ეს მშვენიერი ქალაქი კარგა ხანია ემზადება ესოდენ საპასუხისმგებლო მატჩისთვის და ყველაფერი იდეალურადაა. უნდა აღინიშნოს, რომ 41 ათას მაყურებლზე გათვლილი „ვოდაფონ პარკი“ პრაქტიკულად წითელია. ქუჩებშიც და სტადიონის მიმდებარედ იშვიათად „ჩელსის“ ქომაგი რომ გენახათ და ირგვლივ ყველაფერი გადაწითლებული იყო.

ამ დროისთვის ტრიბუნები შევსებული არაა, თუმცა, თამაშის დაწყებამდე შეივსება. უნდა აღინიშნოს, რომ ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები მთავარი მსაჯების გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ. მოგეხსენებათ, პირველად ისტორიაში უეფას მამაკაცთა რანგის მატჩს მანდილოსნები განსჯიან. მთავარი არბიტრი კი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება.

ბოლოსკენ გაგაცნობთ ორივე გუნდის შემადგენლობას:

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; გომესი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი; სალაჰი, მანე, ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ჩელსი“ (4-3-3): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი, ემერსონი; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი; პედრო, ჟირუ, პულიშიჩი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი)

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის სტამბოლიდან

0.120091