ცინცინათის მასტერსის 1/16-ფინალში როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს.
ნოვაკმა სემ კურიეს 7:5, 6:1 აჯობა. პირველსავე გეიმში კურიემ ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნოლემ მალევე სიტუაცია გამოასწორა და 6:5-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. მეორე პარტიაში კი ამერიკელს შანსი არ ჰქონია. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩი კარენო-ბუსტას დაუპირისპირდება, მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.
როჯერ ფედერერმა ხუან იგნასიო ლონდეროს 6:3, 6:4 მოუგო. როჯერმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ისე რომ მეტოქემ შვეიცარიელის ჩაწოდების აღება ვერ მოახერხა. ფედერერი მომდევნო ეტაპზე ვავრინკა-რუბლიოვის გამარჯვებულს შეხვდება.