ფეხბურთი

19:40 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფა-მ “დინამოს” აპელაცია არ დააკმაყოფილა

თბილისის “დინამოსა” და როტერდამის “ფეინოორდის” მატჩი, რომელიც “დინამო არენაზე” 15 აგვისტოს ჩატარდება, მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უეფა-მ დინამოელთა აპელაცია არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გუნდის გულშემატკივრების მიერ ნაცისტური სიმბოლიკის გამოფენისთვის დასაჯა, რასაც ადგილი “დინამოსა” და აზერბაიჯანული “გაბალას” მატჩის დროს ჰქონდა.
უეფა-მ დინამოელებს ფინანსური სასჯელიც დააკისრა, რომელიც ასევე ძალაში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა როტერდამში გამართული შეხვედრა 0:4 დათმო, ხუთშაბათს დაგეგმილი მატჩი კი 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115254