ჩოგბურთი

18:10 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის მარცხი უკრაინაში

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ უკრაინულ ირპინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.

ცივაძე შეჯიბრში მე-8 განთესვით ჩაება და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იგორ კარპოვეცთან 1:6, 4:6 დამარცხდა.
ქართველ ჩოგბურთელს რევანშის შანსი წყვილთა ტურნირში მიეცემა, სადაც ის და უკრაინელი ვლადისლავ ორლოვი ხსენებულ კარპოვეცსა და კიდევ ერთ მასპინძელ ვლადისლავ ლობაკს ეთამაშებიან.

0.121442