ჟან-პიერ ბერნემ, ფრანგი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის აგენტმა, განაცხადა, რომ მისი კლიენტი შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი 36 წლის ფეხბურთელი ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღებს.
„უკვე ვამბობდი, რომ „ლოკომოტივი“ დაინტერესებულია რიბერის გადაბირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ პრობლემებიც არსებობს. მის ოჯახს ძალიან გაუჭირდება რუსეთში გადმოსვლა. ოჯახი კი მისთვის უპირველესია. საბოლოო სიტყვა ფრანკს ეკუთვნის.“ - ციტირებს ბერნეს სიტყვებს Sport24.
რიბერიმ „ბაიერნი“ ამ ზაფხულს დატოვა კლუბში 12 წლიანი გამოსვლის შემდეგ. ახლა ის თავისუფალი აგენტია, ამიტომ ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეუძლია გადასვლა.